გაქვავებული მარჯანი– სფერული ფორმის, ჭრილში რადიალურ-სხივოსნური აგებულების, წარმოშობა ორგანული, კოლონიურად მცხოვრები მარჯნების სიცოცხლის დროინდელი დაგროვების შედეგი.
მარჯანი წარმოადგენს ზღვის უხერხემლოთა კლასის ნაწლავღრუიანი ორგანიზმების ჩონჩხს, რომელიც კალციტისა და არაგონიტისაგან შედგება. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვასა და ოკეანეებში, 100-200 მ. სიღრმეზე.
ყველაზე პრიმიტიული მარჯნის პოლიპების ნაშთები პირველად კამბრიულ (590 მლნ. წლის წინ) ნალექებშია ნაპოვნი.